ქეისი 2: "სტუდენტური ნაშრომი და ციფრული ინსტრუმენტები" (საშუალო სირთულე)
სცენარიო:
უნივერსიტეტის სტუდენტი ამზადებს სემესტრულ ნაშრომს ბიოლოგიაში და იყენებს WHO-ს ანგარიშის მონაცემებს. იგი ცვლის ზოგიერთ ტერმინს სინონიმებით და არ უთითებს წყაროს, რადგან ფიქრობს, რომ ეს არ არის პირდაპირი ციტატა. ასევე, მან ჩართო მონაცემთა ცხრილი ანგარიშიდან, მხოლოდ შეცვალა ფონტი და ფერები, წყაროს მითითების გარეშე.
დავალებები:
• რომელი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები დაირღვა?
• რატომ უნდა იყოს პარაფრაზირებული ტექსტიც ციტირებული?
• ამართლებს თუ არა დიზაინის შეცვლა წყაროს მიუთითებლობას?
• მიმოიხილეთ APA-ს ციტირების სტანდარტები.
• მოიყვანეთ სწორად გაფორმებული ციტატის მაგალითი.
• როგორ უნდა იყოს მითითებული სხვა წყაროდან აღებული ცხრილი?
• მოძებნეთ თქვენი თემისთვის შესაბამისი ორიგინალი ანგარიში Google Scholar-ის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.
• შეასწორეთ ნებისმიერ ღია წყაროში ხელმისაწვდომი მონაკვეთი აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად.
Background Colour
Font Face
Font Kerning
Font Size
Image Visibility
Letter Spacing
Line Height
Text Colour