ქეისი 3 (მაღალი დონე): უნივერსიტეტში ონლაინ კურსების ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავება
სცენარი:
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი გეგმავს MOOC პლატფორმებიდან სხვადასხვა ონლაინ კურსის ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავებას, რათა გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, გააფართოვოს სტუდენტების ცოდნის ხელმისაწვდომობა და განავითაროს თვითსწავლის უნარები.
დავალებები სტუდენტებისთვის:
თქვენ ხართ უნივერსიტეტის სტრატეგიული ჯგუფის წევრი და უნდა მოამზადოთ სტრატეგიის პროექტი ადმინისტრაციისთვის.
საკვლევი და სადისკუსიო კითხვები:
1) რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ონლაინ კურსების ინტეგრაციამ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის?
2) რომელი მეთოდოლოგიები გამოიყენებთ კურსების შერჩევისთვის სხვადასხვა MOOC პლატფორმებიდან? როგორ უზრუნველყობთ პროგრამის შესაბამისობასა და მასალის აქტუალობას?
3) რომელი ინტეგრაციის მოდელები შეიძლება იყოს გამოყენებული უნივერსიტეტში? მიუთითეთ რომელი ტიპის კურსებისთვის ან პროგრამებისთვის რა მოდელი ჯდება უკეთესად.
4) როგორ შეგიძლიათ უზრუნველყოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება?
5) რა რეკომენდაციებს შესთავაზებდით ლექტორებს და სტუდენტებს ონლაინ სწავლების წარმატებისთვის?
6) რა ასპექტები შეიძლება გადმოვიღოთ საერთაშორისო გამოცდილებიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიის გასაუმჯობესებლად?
Background Colour
Font Face
Font Kerning
Font Size
Image Visibility
Letter Spacing
Line Height
Text Colour