თუ გსურთ მიუთითოთ ადამიანის იდენტობის კონკრეტულ ასპექტზე, შეგიძლიათ აირჩიოთ იდენტობაზე დაფუძნებული ან პიროვნებაზე დაფუძნებული ენა.

ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ „შშმ პირი“ (პიროვნებაზე დაფუძნებული ენა) ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი“ (იდენტობაზე დაფუძნებული ენა). ან სხვა მაგალითი: შეგიძლიათ თქვათ „ხანდაზმული ადამიანი“ ან „პირი, რომელიც ხანდაზმულია“.

პიროვნებაზე დაფუძნებული ენა გამოიყენება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანის სტერეოტიპიზაცია — ზემოთ მოყვანილი მაგალითების შემთხვევაში, მისი ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით. თუმცა, იდენტობაზე დაფუძნებული ენა შეიძლება გამოიყენოს თავად ადამიანმა, საკუთარი იდენტობისადმი სიამაყის აღსანიშნავად, მაგალითად, ხანდაზმულობის შემთხვევაში.

გაეცანით ქვემოთ მოცემულ მაგალითებს. 🖊️ აირჩიეთ ორი მაგალითი და დაფიქრდით, რომელი კონტექსტის შემთხვევაშია უფრო ინკლუზიური პიროვნებაზე დაფუძნებული ან იდენტობაზე დაფუძნებული ენა. 🤔 გაუზიარეთ თქვენი დაკვირვება კოლეგებს და განიხილეთ მათი მოსაზრებები.



Last modified: Tuesday, 14 October 2025, 4:15 PM
Accessibility

Background Colour

Font Face

Font Kerning

Font Size

1

Image Visibility

Letter Spacing

0

Line Height

1.2

Text Colour